ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: ‘ნაციონალური მოძრაობა’ არ შეცვლის რიტორიკას

22 ნოემბერი, 2012 • • 1132
ვანო მერაბიშვილი: ‘ნაციონალური მოძრაობა’ არ შეცვლის რიტორიკას

 

ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]
ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]

 

“ყველამ შევიტყვეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. თუმცა „ქართული ოცნება“ აპირებს შეასრულოს ერთი მთავარი დაპირება, ეს არის ანგარიშსწორება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის ციტირება მოახდინა:”დღეს ივანიშვილმა განაცხადა, პროკურატურა ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ყველა განაცხადზე. ეს რიგები, იგულისხმება პროკურატურის რიგები, რომ შემცირდეს, მე მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ შეცვალონ რიტორიკა.”

 

მერაბიშვილის განმარტებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპონენტებზე და, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”: ” ნაციონალური მოძრაობა თავად გადაწყვეტს, რა განცხადება გააკეთოს. ის კვლავაც დარჩება კრიტიკოსი ამ ხელისუფლების. ის ყოველ წუთს შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მას აქვს აღებული ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე. ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევვაში, ნებისმიერი პოლიტიკური დევნის, კანონის დარღვევის შემთხვევაში ის გააკრიტიკებს და  არ შეცვლის რიტორიკას.”

 

მერაბიშვილის თქმით, თუ ბატონ ივანიშვილს სურს, რომ დაასუსტოს ქართული ოპოზიცია, მან უპირველეს ყოვლისა უნდა შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აიღო: “ოპოზიციის დევნა და შანტაჟი ავნებს არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ ავნებს საქართველოს იმიჯს და ქვეყნის დემოკრატიას. მე ვურჩევ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის ქვეყნის ხელმძღვანელი და არ მიაყენოს საქართვეოს იმიჯს დიდი ზიანი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი