ახალი ამბები

შსს: მიმდინარეობს გამოძიება ‘ბუდა ბარის’ საკუთრების კანონიერების შესახებ

21 ნოემბერი, 2012 •
შსს: მიმდინარეობს გამოძიება ‘ბუდა ბარის’ საკუთრების კანონიერების შესახებ

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ქელბაქიანმა და არჩილ ჩოგოვაძემ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული  უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს.

 

“გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე „ბუდა ბარის” საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე, თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ შსს-ში.

 

დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა, შსს-ს ცნობით, მათ წინააღმდეგ ბრალდება წაყენებული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი