ახალი ამბები

ბოტკოველის თქმით, საპატრიარქიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

24 თებერვალი, 2017 • 2859
ბოტკოველის თქმით, საპატრიარქიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, არ აპირებს გადახედოს საპატრიარქოდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქო გუშინ, 23 თებერვალს, “პროტესტის ნიშნად” დატოვა.

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ დღეს, 24 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, მიქაელ ბოტკოველი კვლავ პატრიარქის მდივნად დარჩება.

“ის რჩება პატრიარქის უახლოეს თანამებრძოლად და მეგობრად,”- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუმცა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

“ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე. საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ,”- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი