ახალი ამბები

„პატრიარქი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს“ — პატრიარქის მდივანი

4 ნოემბერი, 2021 • 1546
„პატრიარქი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს“ — პატრიარქის მდივანი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.

დეკანოზის თქმით, ექსპრეზიდენტისთვის გადასაცემი აქვს ილია II-ის წერილი, რომელშიც პატრიარქი სააკაშვილს ურჩევს და სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს:

„კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით. მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. თხოვნა და რჩევა არის მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, — ამბობს დეკანოზი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი