ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

16 ნოემბერი, 2012 • 1210
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან მეტრეველი.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულებრივად გაურიგდა თბილისის   მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის დირექტორს და მას ქრთამის სახით გამოართვა 3000 ლარის ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ შესაბამის დოკუმენტებში გაზრდიდა შესრულებული სამუშაოების მოცულობას, ასევე, მწვანე თარგებიდან სტრუქტურა დარღვეული ნიადაგის ფენების მოშორებისა  და ნოყიერი ფენებით ნიადაგის შევსების სამუშაოებს შესრულებულად ჩაიბარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება,” – ავრცელებს განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 

მასალების გადაბეჭდვის წესი