ახალი ამბები

შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა

16 ნოემბერი, 2012 •
შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა

“შოთა ხიზანიშვილი, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეოდდნენ ჩემი და ჩემი კომპანიების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში.

 

მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დანაშაულში მონაწილე ამ და სხვა პირების მიმართ მივცე მამხილებელი ჩვენება, წარმოგიდგინოთ მტკიცებულებები”, – აცხადებს ბეგიაშვილი, ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5–ისა და ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი.

 

ბეგიაშვილმა მანამდეც გააკეთა რამდენიმე განცხადება მისთვის ბიზნესის წართმევის მცდელობის თაობაზე, სადაც აღნიშნავდა, რომ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული და ამის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი