ახალი ამბები

უსუფაშვილი: ხელისუფლებას ვურჩევ ფსიქოლოგიურად მოემზადონ, რომ ვიღაცის დაკავება მოხდება

16 ნოემბერი, 2012 • • 1133
უსუფაშვილი: ხელისუფლებას ვურჩევ ფსიქოლოგიურად მოემზადონ, რომ ვიღაცის დაკავება მოხდება

“კონკრეტული საკითხი დაკავებების შესახებ არ განგვიხლავს. ჩვენ ვთქვით, რომ კანონის უზენაესობა მოითხოვს დამნაშავის დასჯას, თუმცა დადგენილი პროცედურებით. ყველას, ვინც დაკავებებს სერიოულ სკანდალად აქცევს, მინდა შევახსენო, რომ ქართველმა ხალხმა რაღაცის გამო უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს და ეს რაღაცა არ ყოფილა მხოლოდ სოციალური გასაჭირი, ეს რაღაცა იყო დაგროვებული უსამართლობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ციხეებში გამომწყვდევა, ქუჩაში დახვრეტები.

 

ხელისუფლებას ვურჩევ ფსიქოლოგიურად მოემზადონ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რის გამოც ისინი ხალხმა ჩამოიშორა, იქნება გამოძიებული და დამნაშავეები დაისჯებიან, გაუგონარი და მოულოდნელი ნუ იქნება,  რომ ხვალ და ზეგ მართლმსაჯულების წინაშე სხვა პირებიც წარდგნენ”.

 

უსუფაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი ლიდერი დაკავებებზე ხმაურს საკუთარი თავის გადასარჩენად ტეხს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი