ახალი ამბები

შოთა ხიზანიშვილი დაკითხვაზეა

15 ნოემბერი, 2012 •
შოთა ხიზანიშვილი დაკითხვაზეა

“აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით იკითხება შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი”. 

 

არჩევნების შემდეგ ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა, მანამდე შოთა ხიზანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-ს 9 თანამშრომელი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ. 

 

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ დაკავებული სამი პირის ვინაობა. ესენი არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი