ახალი ამბები

წულუკიანი: შსს–ს თანამშრომლების დაკითხვა არ არის კავშირში ახალაიას და კალანდაძის საქმეებთან

14 ნოემბერი, 2012 • 942
წულუკიანი: შსს–ს თანამშრომლების დაკითხვა არ არის კავშირში ახალაიას და კალანდაძის საქმეებთან

“7 პირი არის დაკითხვაზე მოწმის სტატუსით. ჩემი ბოლო ინფორმაციით, მათთვის სტატუსი არ იყო შეცვლილი. ის, თუ რა საკითხზე იკითხებიან, პროკურატურის და გამოძიების ინტერესებიდან გამომდიანრე არ ვისაუბრებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში. მისი თქმით, შსს–ს თანამშრომლების დაკითხვა ბოლოსკენ მიდის, ამის შემდეგ გამომძიებლები და პროკურორები ჩვენებებს შეადარებენ:

 

“ეს ჩვენებები უნდა შედარდეს, რომ გამომძიებლებმა გააკეთონ დასკვნები, როგორც კი დაკითხვა დამთავრდება, გამომძიებლები პროკურორებთან ერთად გააკეთებენ დასკვნას, ამ ადამიანებს შეიძლება თუ არა ჰქონდეთ ჩადენილი რაიმე ტიპის დანაშაული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის 7 თანამშრომელი რამდენიმე საათია იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი