მისი განცხადებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა საქმესთან დაკავშირებით იმყოფებიან დაკითხვაზე შსს–ს თანამშრომლები, არ სახელდება არც მათი ვინაობა და თანამდებობები.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პირების დაკავებაზე ან მათ მიმართ რაიმე სხვა სახის ღონისძიების განხორციელებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.
სავარაუდოდ, დაკითხვაზე საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.