ახალი ამბები

ხადური შს მინისტრის ცოლის ძმას პარლამენტის წევრობას ულოცავს

13 ნოემბერი, 2012 • 984
ხადური შს მინისტრის ცოლის ძმას პარლამენტის წევრობას ულოცავს

“ნება მიბოძეთ, შევუერთდე თქვენს მილოცვებს და მივულოცო საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულ წევრებს უფლებამოსილების ცნობა, წარმატებებს გისურებთ, განსაკუთრებით ბატონ ლექსო თამაზაშვილს მინდა წარმატებები ვუსურვო. იმედია, რომ თქვენი მუშაობა იქნება ძალიან სასარგებლო ქვეყნისათვის”, – განაცხადა ხადურმა.

 

შს მინისტრის ცოლის ძმა – ალექსანდრე თამაზაშვილი დღეს პარლამენტის წევრის გახდა, როგორც ნოდარ ხადურის ადგილმონაცვლე. ხადურს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა იმის გამო, რომ ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. თამაზაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი იყო დედოფლისწყაროში, თუმცა არჩევნები მას ამ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა მოუგო.

 

პარლამენტში დღეს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განიხილება. ამ წუთებში სიტყვით გამოდის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რის შემდეგაც თანამოხსენებით წარსდგება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი