ახალი ამბები

მოწმეს, რომელმაც ახალაიას საქმეზე ჩვენება შეცვალა, ბრალი წაუყენეს

13 ნოემბერი, 2012 • 942
მოწმეს, რომელმაც ახალაიას საქმეზე ჩვენება შეცვალა, ბრალი წაუყენეს

“დარასელია და კინწურაშვილი მართლაც ფიგურირებდნენ ზვიად აბესაძის ეპიზოდში. ეს ადამიანები იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები. ისინი მონაწილეობდნენ იმ ინციდენტში, როდესაც აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთეს და ახალაიას ბრძანებით ერთ–ერთ ბინაში გადაიყვანეს, სადაც მას თავისუფლება აღუკვეთეს. ეს ბრძანება სისრულეში მოიყვანა გაგა მკურნალიძემ და მისმა ორმა ხელქვეითმა, სწორედ ამ ორი ადამიანის მიერ (დარასელია და კინწურაშვილი), როდესაც ისინი დავკითხეთ, მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი არ გადაგვიწყვეტია, რადგან ისინი იყვნენ მეორახარისხოვანი პირები, ისინი ასრულებდნენ ბრძანებას”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მისი თქმით, ბრძანების შესრულება არ ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ:

“იმ ეტაპზე ჩავთვალეთ, ვინაიდან მეორეხარისხოვანი იყო მათი როლი და  გამოსაკვეთი იყო სხვადასხვა გარემოებები, ვიყავით ლმობიერნი, მათთვის პასუხისგებაში მიცემა არ გადაგვიწყვეტია, მით უფრო თავისუფლების აღკვეთა. მათ ჩვენი ლმობიერება გამოიყენეს იმგვარად, როგორც იხილეთ, იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, იძულების შემთხვევაში არ მივცემდით მათ საშუალებას, დარჩენილიყვნენ თავისუფლებაში და ეამბნათ საზოგადოებისთვის. მე მგონი, ლოგიკურია, რასაც ვამბობ. ჩვენი შეფასებით ეს ადამიანები წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ ბაჩანა ახალაიას დაქვემდებარებაში”, – აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს, რომელიც პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის მუხლით ბრალდებულია და წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, გუშინ ახალი ბრალი წაუყენეს  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდში, აბესაძის საქმეზე.  ბრალი წაუყენეს დარასელიას და კინწურაშვილს, რომლებიც, კბილაშვილის განცხადებით, ასევე შემსრულებლის სახით მონაწილეობდნენ აბესაძის ეპიზოდში.

ბაჩო ახალაიას საქმეზე დაკითხული მანუჩარ დარასელიას ვიდეომიმართვა გუშინ, 12 ნოემბერს გავრცელდა, რომელშიც დარასელია აცხადებს, რომ ზვიად აბესაძის საქმეზე ჩვენება გამოძიებამ მას ძალით მიაცემინა. შეგახსენებთ, რომ ზვიად აბესაძის საქმე შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდებაა, რომელიც მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით წაეყენა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი