ახალი ამბები

გიორგი კალანდაძემ პროკურატურა დატოვა

12 ნოემბერი, 2012 • • 1229
გიორგი კალანდაძემ პროკურატურა დატოვა

ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელი დაკითხვაც 333-ე მუხლის მე-3 პუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებულ ახალ ბრალდებას ეხება. კალანდაძე 16 ჯარისკაცის ჩვენების საფუძველზე დაიკითხა, საუბარია 2010 წლის 18 თებერვალს 19  ჯარისკაცის დასჯაზე. გოგიტა გაბადაძე ამბობს, რომ მას საქმე გადასცეს, რომელსაც ჯერჯერობით არ იცნობს. 

 

“საკმაოდ სქელტანიანი საქმეა და შევისწავლით, სავარაუდოდ, ამავე ნაწილში დაუმძიმდება ბრალი ბაჩო ახალაიასაც,”- განაცხადა ადვოკატმა.

 

გუშინ კი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ  გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამრთლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით ვახტანგ კაპანაძე ასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 7 ნოემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ახალაიას კიდევ ერთი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის აქვს ბრალი წაყენებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, კალანდაძე და შამათავა 20-20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

 

გათავისუფლების შემდეგ გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისევ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ჩააბარა, თუმცა მეორე დღეს, 11 ნოემბერს, მას სამსახურებრივი უფლებამოსილება სასამართლოს განჩინებით შეუჩერდა.

   

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი