ახალი ამბები

ახალაიას ბრალი უმძიმდება

12 ნოემბერი, 2012 •
ახალაიას ბრალი უმძიმდება

“ბრალი უმძიმდება 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)  და 144-ე პრიმა მუხლით. 144-ე პრიმა მუხლი ეხება  წამებას , საქმის დანარჩენ დეტალებს არ ვიცნობ, ახლა გადმომცეს,” – განაცხადა დეკანოიძემ. 

 

ბრალის დამძიმება ორივე ნაწილში ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდს უკავშირდება. 

 

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, დაკავებისას, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ბაჩო ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებასა (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი) და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით,  ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

 

გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 20-20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

 

ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 7 ნოემბერს დააკავეს. სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაში ედებათ ბრალი, ხოლო ბაჩო ახალაიას დამატებით კიდევ ერთი მუხლით  (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წაუყენეს ბრალდება.

 

პროკურატურამ სამივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა პატიმრობა მხოლოდ ბაჩო ახალაიას შეუფარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი