ახალი ამბები

კულტურის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

12 ნოემბერი, 2012 • • 1231
კულტურის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

კულტურის მინისტრის მოადგილეები იურა მეჩითოვი, ალექსანდრე მარგიშვილი, ხათუნა ხუნდაძე და მარინა მიზანდარი იქნებიან. 

 

მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი იქნება, ხოლო მარინე მიზანდარი კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. 

 

“ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი. ისევ სწავლის გაგრძელებას ვფიქრობდი, ისევ ჩაბავაბარე მაგისტრატურაში. სრულებით არ მქონდა მინისტრის მოადგილეობაზე არც პრეტენზია და არც ილუზია. გაკეთებული მაქვს 100 ზე მეტი ღონისძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოში. ვმუშაობდი ძალიან ბევრ ქართულ და არაქართულ ჯგუფებთან, ხელოვანებთან. გაკეთებული მაქვს დოკუმენტური ფილმები ქართველ ხელოვანებზე. მე თვითონ სულით ხორცამდე ვარ ხელოვანი. მესმის ყველა ხელოვანის პრობლემა, შევეცდები დავუდგე მათ გვერდში. მაგრამ ერთია სურვილი და მცდელობა და მეორეა დაფინანსების საკითხი. გააჩნია როგორი ბიუჯეტით ვიმუშავებთ. ჩემს დაქვემდებარებაში იქნება ღონისძიებები და სხავადასხვა სფეროების სწავლება (სამხატვრო აკადემია, თეატრალური, კონსერვატორია),- აცხადებს ხათუნა ხუნდაძე.

 

მინისტრის მიერ წარდგენილი მოადგილის, იური მეჩითოვის განცხადებით კი, ის კინოსტუდიის საკითხებით დაინტერესდება. 

 

“კინოსტუდია გაურკვეველ დღეში აღმოჩნდა, ვერ გავარკვიეთ რა არის, ვის ექვემდებარება. ქართული კინოს ფენომენი კი, რომელიც ჩვენ შევქმენით, არ უნდა დაიკარგოს,”- აცხადებს მეჩითოვი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი