ახალი ამბები

მუსლიმთა ლოცვის დღეს ნიგვზიანში ჯვარი აღმართეს

9 ნოემბერი, 2012 • 1295
მუსლიმთა ლოცვის დღეს ნიგვზიანში ჯვარი აღმართეს

ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა კვლავ განაგრძობს მუსულმანი მეზობლების სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათი განცხადებით, კონფლიქტის მოგვარებაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, რათა დაცული იყოს ადამიანების კონსტიტუციური უფლება.

 

“ხელისუფლებამ ამ კონფლიქტის მოგვარება მიანდო რელიგიურ მხარეებს, კონკრეტულად მართლმადიდებელ ეკლესიას, მათ განაცხადეს, რომ ამ საკითხზე უკვე მიღწეულია შეთანხმება, მაგრამ რეალურად, მდგომარეობა არ შეცვლილა. მოსახლეობა ისევ დაძაბულია და როგორც ადგილზე მუსულმანმა მრევლმა განაცხადა, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდან ისევ გრძელდება მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს”. 

 

ნიგვზიანში სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, მუსულმანთა სალოცავის ახლოს ჯვარი აღმართა:

 

“მუსულმანები აცხადებენ, რომ მათ არ აღიზიანებთ ქრისტიანთა რელიგიური სიმბოლოები, უბრალოდ ითხოვენ რომ მათ რელიგიურ გრძნობებსაც სცენ პატივი”.

 

სოფელ ნიგვზიანში, რელიგიურ ნიადაგზე მოსახლეობის დაპირისპირებამ თავი ორი წლის წინ იჩინა, თუმცა კონფლიქტმა მწვავე ხასიათი რამდენიმე კვირის წინ, ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მიიღო, როცა ერთ-ერთ სახლში მუსულმანებმა სალოცავი გამართეს და ერთობლივი ლოცვა აღავლინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი