ახალი ამბები

შსს-ს აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

8 ნოემბერი, 2012 • 1066
შსს-ს აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

გელაშვილი ბოლო წლებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი – საქართველოს უნივერსიტეტში. ნუკრი გელაშვილს შსს აკადემიაშიც აქვს მუშაობის გამოცდილება – 2004-06 წლებში იყო რექტორის თანაშემწე და შემდეგში მენეჯმენტის ფაკულტეტის უფროსი.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად შსს-ს აკადემიის რექტორის პოსტზე ხატია დეკანოიძე დავით აფრასიძემ შეცვალა, ამჯერად კი აკადემიას ნუკრი გელაშვილი უხელმძღვანელებს.

 

რაც შეეხება ტალიაშვილს, ის ბოლო წლებში სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებელში საქმიანობდა, იყო სდასუს სამართლის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, თსუ-ს საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, ასევე გახლავთ American Association for Justice – საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ექსპერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი