ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაური: ბრალი წაუყენეს საზოგადო მოღვაწეს და კრიმინალური სამყაროს დამმარცხებელს

8 ნოემბერი, 2012 • 974
ნუგზარ წიკლაური: ბრალი წაუყენეს საზოგადო მოღვაწეს და კრიმინალური სამყაროს დამმარცხებელს

“ეს არის ალასანიას და ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორება, პასუხი იმაზე, რაც მოხდა სამეგრელოში, როდესაც ალასანიამ მარცხი განიცადა არჩევნების დროს. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბრალი წაუყენეს საზოგადო მოღვაწეს და კრიმინალური სამყაროს დამმარცხებელს და ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო დაცულობა ამ აქვეყანაში,” – განაცხადა ნუგზარ წილკაურმა.

 

აკაკი მინაშვილის თქმით, ძალიან სუსტი ბრალდება წაუყენეს სამივე დაკავებულს:

 

“რომელიც ეყრდნობა არაზუსტ ჩვენებას და ჩვენებებს ხარვეზებით. არის ძალიან სირცხილი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში დაკავებულია შეირაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც ასევე არის ომის მონაწილე და დაიჭრა ომში. ასევე, ბაჩო ახალაია, რომელმაც ქვეყანაში მტკივნეული რეფორმები გაატარა.”

 

პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება ასევე თეა თუთბერიძე, რომელმაც განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა “ქართული ოცნების” წევრი დავით დეკანოიძე ბაჩო ახალაიას ადვოკატი. მისი თქმით, როდესაც ბაჩო ახალაია მივიდა პროკურატურაში დაკითხვაზე, გარეთ მას ელოდნენ მეგობრები. როდესაც დიდხანს გაგრძელდა მისი დაკითხვა, მეგობრის მამიდის დახმარებით მოიძიეს მათ ადვოკატი დეკანოიძე. თუთბერიძის თქმით, მისთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ დავით დეკანოიძე “ქართული ოცნების” წევრია, თუმცა იგი აცხადებს, რომ ამ დრომდე ადვოკატის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა პროკურატურას მათთვის ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებია ბრალი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავების საფუძველი გახდა მოწმეების – ყოფილი ჯარისკაცების ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ დაკავებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მასალების გადაბეჭდვის წესი