ახალი ამბები

ალასანია: ყველა ადამიანი უდანაშუალოა, ვიდრე ბრალდება არ დამტკიცდება სასამართლოში

7 ნოემბერი, 2012 • 5091
ალასანია: ყველა ადამიანი უდანაშუალოა, ვიდრე ბრალდება არ დამტკიცდება სასამართლოში

მისივე თქმით, მას დღეს დილით შეხვედრა ჰქონდა სამხედრო შეიარაღებული ძალების სარდლობებთან, გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებთან:

 

“ბუნებრივია, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას…

 

…უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი უდანაშუალოა, ვიდრე ბრალება არ დამტკიცდება სასამართლოში, ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმპფციას”, – განაცხადა ალასანიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს დილით დააკავეს: გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე, მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი