ახალი ამბები

ახალაია დაკითხვაზეა

6 ნოემბერი, 2012 • 1123
ახალაია დაკითხვაზეა

ამ დროისთვის უცნობია, რომელ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს უკავშირდება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, რადგან ახალაია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე უწყებას ხელმძღვანელობდა. ის იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, თავდაცვისა და შს მინისტრი.

 

ახალაიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა დატოვა, თუმცა გუშინ დაბრუნდა და განაცხადა, რომ მზადაა ყველა  შეკითხვას გასცეს პასუხი.

 

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია კონკრეტული დეტალები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

 

პროკურატურაში შესვლამდე ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ მისთვისაც უცნობია, თუ რა საკითხებზე დასაკითხად დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში.

 

დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მას, როგორც ომბუდსმენს, ახალაიას ბრალეულობის თაობაზე 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეში პარლამენტის წინაშე აქვს ნასაუბრები სახალხო დამცველს მის ანგარიშში.

 

ბაჩო ახალაია შს მინისტრის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ამის შემდეგ საქართველოს მასშტაბით გაიმართა საპროტესტო აქციები ახალაიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი