ახალი ამბები

ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

6 ნოემბერი, 2012 • 1177
ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

“მე მაცნობა საპროცესო წარმომადგენელმა, რომ შეტყობინება გაეგზავნა ბაჩო ახალაიას და ის მოწმის სტატუსით ცხრის ნახევარზე დაბარებულია ჩვენების მისაცემად, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”– განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გუშინ, 5 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი დაბრუნდა საქართველოში და მზადაა ყველა შეკითხვას და ბრალდებას  უპასუხოს. ახალაიამ გარკვეულ შეკითხვებს პასუხი ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროსაც გასცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი