ახალი ამბები

რა ცვლილებებია რესპუბლიკურ პარტიაში

4 ნოემბერი, 2012 • 1063
რა ცვლილებებია რესპუბლიკურ პარტიაში

პრესსამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, პარტიაში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ჯგუფებთან, თუ ვინ შეძლებს უსუფაშვილის შეცვლას.

 

რესპუბლიკური პარტიის წესდების მიხედვით, სანამ პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, მანამდე უსუფაშვილი პოსტზე დარჩება. ყრილობის ჩატარების ზუსტ თარიღს პარტიაში არ ასახელებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, არ არის დაზუსტებული არც რიცხვი და არც თვე.

 

პარტიაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფი პირების უმეტესობა პარლამენტის წევრია, ან მათ სხვა თანამდებობა აქვთ: პარტიის იდეოლოგიური მდივანი დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილეა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეროვნული პარტიის კომიტეტის წევრია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის წევრია, ისევე, როგორც აღმასრულებელი მდივანი გიგლა აგულაშვილი. პრესსამსახურის ცნობით, 6 კაცისგან შემდგარი პარტიის სამდივნო უახლოეს პერიოდში გადახალისდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი