ახალი ამბები

ივანიშვილი სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებას სთავაზობს

2 ნოემბერი, 2012 • • 4693
ივანიშვილი სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებას სთავაზობს

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დედაქალაქისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 100 მილიონი ლარით შემცირდება.

“მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ხშირ შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა გაურკვეველი პროექტები, დღესასწაულები და გაუაზრებელი შენობები”,  –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომსახურების ხარჯები. მისი თქმით, 800 ათასი ლარი მხოლოდ ელ. ენერგიისთვის იხარჯება პრეზიდენტის სასახლეში. პრემიერის განცხადებით, ის მოგვიანებით ისაუბრებს სხვა ხარჯებზეც.

ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს სამუშაოდ პრეზიდენტის სასახლიდან მთავრობის კანცელარიაში გადასვლა შესთავაზა. პრემიერ–მინისტრის თქმით, კანცელარიაში შესაბამისი სამუშაო პირობები არსებობს, პრეზიდენტის ამ ნაბიჯით კი დაიზოგება მისი რეზიდენციის შენახვისთვის გაწეული ხარჯები, რაც მოხმარდება სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, მათ შორის დევნილთა და უსახლკაროთა საბინაო პრობლემის მოგვარებას. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს დაფინანსების – 30 მილიონი ლარის შესწავლის აუცილებლობაზე, საიდანაც 21 მილიონი საიდუმლო ხარჯია.

ივანიშვილ–სააკაშვილის პირველი საჯარო შეხვედრა/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ივანიშვილ–სააკაშვილის პირველი საჯარო შეხვედრა/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი