ახალი ამბები

ნიგვზიანში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

2 ნოემბერი, 2012 •
ნიგვზიანში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

სოფელში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დღეს ნიგვზიანში ელიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

ნიგვზიანში ვითარება ერთ კვირის წინ დაიძაბა. სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მუსლიმური სამლოცველოს წინააღმდგია, სოფელში ამბობენ, რომ მათ არ სურთ, მუსლიმები იკრიბებოდნენ ერთად და ლოცულობდნენ. 

 

ნიგვზიანში იმყოფება გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორი. ნეტგაზეთი პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი