“ამ პრობლემების შესახებ ვიცი, მაგრამ ჩვენ ახლა ვცდილობთ და როდესაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სტრუქტურას, ყველა მიმართულებით აუცილებლად შეიქმნება საბჭო, კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. ჩემი სუბიექტური აზრი დღეს არაფერს არ ამბობს. მთავარია, ამ დღეებში, ან ერთი–ორი კვირის შემდეგ ამუშავდება კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს ღრმად. ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო და არის ის, რომ სამართლიანად, კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი”, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა გურამ ოდიშარიამ კათოლიკურ ეკლესიებზე “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის პასუხად.
გურამ ოდიშარიას განცხადებით, არა მარტო სადავო კათოლიკური ეკლესიების საკითხების გადასაწყვეტად, არამედ ყველა მნიშვნელოვანი პროექტისა თუ პრობლემის შესასწავლად შეიქმნება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომისიები და ყველა საკითხი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად გადაწყდება.