ახალი ამბები

კალაძე: აქამდე არც ერთი მინისტრი არ იყო დარგის სპეციალისტი

21 ოქტომბერი, 2012 • • 1091
კალაძე: აქამდე არც ერთი მინისტრი არ იყო დარგის სპეციალისტი

აღნიშნული მოსაზრება ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა “ნეტგაზეთის” კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოთქვა. ჩვენ მას ვკითხეთ, რა ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდა ენერგეტიკის სფეროში. 

 

„ჩვენ რომ გადავხედოთ, როდესაც ცხრა წელი ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ, არც ერთი მინისტრი არ იყო დარგის პეციალისტი, ამიტომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია იცოდე და გქონდეს მენეჯერული გამოცდილება. სხვა არანაირ პრობლემას არ ვხედავ. ჩემ ირგვლივ იქნება ტექნიკური გუნდი, ადამიანები, რომლებიც ძალიან გამცდილები არიან ამ სფეროში და ჩვენ ერთად ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ“, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა.

 

კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა, თუმცა რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება შეცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი