ახალი ამბები

შაშკინი ისევ მივლინებაშია

9 ოქტომბერი, 2012 • 1275
შაშკინი ისევ მივლინებაშია

“როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ვიზიტი აშშ-ში კიდევ გაგრძელდა და მალე ჩამოვა,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია.

 

კითხვაზე, იმყოფება თუ არა მინისტრთან ერთად მივლინებაში მისი მოადგილე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ძმა, დათა ახალაია, პოტრჟებსკაია აცხადებს, რომ ახალაია მინისტრს თან არ ახლავს. 

 

“არ ვიცი, დათა ახალაია სად არის, სამსახურში არ იმყოფება.”

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელი ფართო საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა, მათ შორის არიან დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანა დატოვეს.

 

დიმიტრი შაშკინს უახლოეს დღეებში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატი, ირაკლი ალასანია შეცვლის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი