ლარი დოლართან მიმართებაში 1,3 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებასი 1,3 თეთრით (0.0136 პუნქტით) გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასრუდა. ხვალ ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7710 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევრო – 2.8999 ლარი.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7846 ლარია, ხოლო ერთი ევრო 2.8938 ლარი ღირს.

20 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა იმავე დღეს ლარი დოლართან მიმართებაში მაინც გაუფასურდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.