ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა

20 დეკემბერი, 2016 • 2433
ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა

დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით, ხოლო ევროსთან 2 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით, 21 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7831 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევრო 2.8902 ლარი ეღირება. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ლარი დოლართან მიმართებაში 0.0419 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0287 პუნქტით გაუფასურდება.

2016 წლის 20 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7823 შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი