ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

20 დეკემბერი, 2016 • 10473
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

20 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 21 დეკემბრისთვის დადგენილმა კურსმა  2.7823  შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 4 თეთრით გაუფასურდა.

8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა რეზერვის ხარჯვა დაიწყო, აგვისტოსდან ოქტომბრამდე კი ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი