ახალი ამბები | ,

ვარკეთილის, სამგორისა და ისნის მეტროსადგურები არ მუშაობს

14 დეკემბერი, 2016 | | 3581
ვარკეთილის, სამგორისა და ისნის მეტროსადგურები არ მუშაობს

დღეს, 14 დეკემბერს, 09:55 წუთზე ისნის, სამგორისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში მუშაობა შეჩერდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამის მიზეზი ძაბვის მიწოდების პრობლემა გახდა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ 300 არაგველიდან მეტროსადგურ ახმეტელის თეატრამდე.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ გაგზავნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ შემთხვევის მიზეზს სწავლობს, ხოლ მოძრაობა მეტროსადგურებში პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, აღდგება. თუ რა დრო დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას, სატრანსპორტო კომპანიაში ვერ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი