ახალი ამბები

ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

23 სექტემბერი, 2012 • 1265
ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” თავმჯდაამარის ია მამალაძის თქმით, შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დადგენილების გამო თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ზურაბ ხარატიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარკვეული სახის რეგულაციების დაწესება ფოტო–ვიდეოგადაღების შესახებ აუცილებელი იქნება.

 

მამალაძის თქმით, ხვალ, 12 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ამ საკითხებზე გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ცესკოს მონაწილეობით, სადაც იმსჯელებენ, თუ რა სახის რეგულაციები იქნება დაწესებული უბნებზე ფოტო–ვიდეოგადაღების კუთხით კენჭისყრის დღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი