საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ქალები, რომლებსაც აბორტი აქვთ გაკეთებული, და ექიმ-გინეკოლოგები  ტაძარს ააშენებენ.

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 9 დეკემბერს გაიმართა  ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი. საპატრიარქო აცხადებს, რომ ზემოხსენებულმა ადამიანებმა ტაძრის აშენება აბორტის გამო “სინანულის გამოსახატად” გადაწყვიტეს.

“ამ მიზნით, დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შეიკრიბა ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი. ისინი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა. ეკლესია აიგება ხუდადოვის ტყის მიმდებარედ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *