გიორგი ვაშაძის პარტია მთავრობას ულტიმატუმს უყენებს და აქციებით ემქურება

გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” მთავრობას რამდენიმე დღის წინ გახმიანებულ ეკონომიკური ხედვების “უკან გაწვევას” სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციებითა და სამთავრობო დაწესებულებების პიკეტირებით ემუქრება. ამის შესახებ დღეს განცხადებები პარტიის ლიდერებმა, გურამ ჩალაგაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა გააკეთეს:

“ჩვენ ხელისუფლებას ვუყენებთ ულტიმატუმს და ვაძლევთ  ორკვირიან ვადას: სასწრაფოდ [უკან] გაიწვიონ 10-პუნქტიანი დამანგრეველი გეგმა და  სწრაფი ქმედითი ნაბიჯები შესთავაზონ, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ამოსუნთქვას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გუნდი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გადადგომას მოითხოვს”, – განაცხადა ბრიფინგზე გურამ ჩალაგაშვილმა.

“პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან, რიგით მოქალაქეებთან ერთად დავიწყებთ სამოქალაქო წინააღმდეგობრივი მოძრაობის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამთავრობო დაწესებულებების პიკეტირებას, პერმანენტულ და ფართომასშტაბიან აქციებს”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავრობის ზემოხსენებული ეკონომიკური ინიციატივების შესახებ სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com