ახალი ამბები

საარჩევნო ფლაერის დარიგებისთვის ვაშაძის პარტიის აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

21 ოქტომბერი, 2017 • 1805
საარჩევნო ფლაერის დარიგებისთვის ვაშაძის პარტიის აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარტია “ახალი საქართველოს” აქტივისტს დღეს თბილისში, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ აქტივისტი გიორგი ვაშაძის საარჩევნო ფლაერებს არიგებდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი