ახალი ამბები

თბილისის მერობისთვის გიორგი ვაშაძეც იბრძოლებს

4 სექტემბერი, 2017 • 1766
თბილისის მერობისთვის გიორგი ვაშაძეც იბრძოლებს

თბილისის მერობისთვის ბრძოლაში დღეიდან “ერთობა ახალი საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც ჩაერთვება. მას მხარს რამდენიმე ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ ვაშაძე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი წარედგინა თბილისის მერობისთვის, ვინაიდან, მისი თქმით, არჩევნები პირველსავე ტურში თუ არ წააგო ხელისუფლებამ, მეორე ტურში ის გაიმარჯვებს.

გიორგი ვაშაძე “ახალი საქართველოს” ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა კლანური მმართველობა პარტიაში იმ პირების მიერ, რომლებიც მოგვიანებით ასევე გამოეყვნენ ენმ-ს და ევროპული საქართველო ჩამოაყალობეს.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებენ კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი).

ახალი საქართველოს მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა დედაენის ბაღში. 4.05.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი

ახალი საქართველოს მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა დედაენის ბაღში. 4.05.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი