ახალი ამბები

ვაშაძის მხარდამჭერმა ედპ–მ და ახალმა საქართველომ თავისი კანდიდატებიც დაასახელეს

28 აგვისტო, 2018 • 4583
ვაშაძის მხარდამჭერმა ედპ–მ და ახალმა საქართველომ თავისი კანდიდატებიც დაასახელეს

გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელია, მისმა პარტიამ “ახალმა საქართველომ” კი საპრეზიდენტო კანდადიტად ზვიად ბაღდავაძე დაასახელა.

გიორგი ვაშაძემ, “ახალი საქართველიოს” ლიდერმა და გრიგოლ ვაშაძის სააარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ “ახალი საქართველოს” კანდიდატის დასახელება გაერთიანებულ ოპოზიციას დამატებით აძლევს “საარჩევნო ბერკეტებს”.

“ეს არის ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი. “ახალი საქართველო” არის “ძალა ერთობაშია–გაერთიანებული ოპოზიციის წევრი. სხვადასხვა ტექნიკური და სამართლებრივი პირობებიდან გამომდინარე, პარალელურად, ყველა შემავალი კვალიფიცური სუბიექტი არეგისტრირებს კანდიდატებს იმიტომ, რომ ეს გვაძლევს საარჩევნო ბერკეტებს, რომ გაყალბება თავიდან ავირიდოთ, მეტი წარმომადგენელი გვყავდეს საარჩევნო დაკვირვების დროს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, კიდევ ერთი კანდიდატის დასახელება, ხომ არ წაართმევს ხმებს გრიგოლ ვაშაძეს, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ არა, რადგან გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის “საერთო კანდიდატია”.

თავისი კანდიდატი დაასახელა პარტიამ “ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა”, რომელიც ასევე შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია”. ედპ–ს კანდიდატი ზვიად იაშვილია.

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი