ახალი ამბები

შაშკინი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

13 სექტემბერი, 2012 • 1318
შაშკინი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა სენატორებთან, “რესპუბლიკური პარტიის” წევრებთან  დევიდ ვიტერთან და ჯეინს ინჰოფთან, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრ ჯო ვილსონთან და რობ ვილტმენთან, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ.  

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის  გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნა და განათლება, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება.

 

“შეხვედრაზე კონგრესმენებმა და სენატორებმა მხარდაჭერა გამოხატეს ობამა-სააკაშვილის გეგმის იმპლემენტაციის კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეგმის განხორციელება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მხრივ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი