პიკეტირების გამო თსუ-ის კორპუსებში გახსნილ უბნებზე არჩევნების პროცესი შეჩერებულია

აუდიტორია N115 თსუ-ის პირველ და მესამე კორპუსში გახსნილი საარჩევნო უბნების წინ გამაგრდა და ბოიკოტი გამოუცხადა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს. ამ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია.

217-ე აუდიტორიაში გახსნილ უბანზე დილიდან 40-მდე სტუდენტმა მისცა ხმა. დაკეტილი აუდიტორიების შიგნით გახსნილ უბნებზე კომისიის წევრები და დამკვირვებლები იმყოფებიან.

კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის თქმით, პირველ კორპუსში საარჩევნო უბნები მუშაობას დროებით წყვეტს და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს არჩევნები ამ უბნებზე. თუმცა ეგნატაშვილი ამის საფრთხეს ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს.

პიკეტირებული საარჩევნო უბანი თსუ-ში. 25.11.2016. ფოტო: ლუკა პერტაია / ნეტგაზეთი

პიკეტირებული საარჩევნო უბანი თსუ-ში. 25.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.