ანგელა მერკელი აცხადებს, რომ  მომდევნო წლის არჩევნებში  იგი კანცლერობას მეოთხე ვადით შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს:

“ამის შესახებ ძალიან დიდხანს ვიფიქრე”, – აცხადებს მერკელი, რომელიც ამ გადაწყვეტილების გახმიანებამდე ქრისტიან-დემოკრატების სხვა ლიდერებსაც ესაუბრა.

როიტერი Emnid-ზე დაყრდნობით წერს, რომ მერკელს კანცლერის თანამდებობაზე მოსახლეობის 55%-ის მხარდაჭერა ექნება, ხოლო 39% – წინააღმდეგი.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *