ახალი ამბები

გლდანში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

14 ნოემბერი, 2016 • 1675
გლდანში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გლდანში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა სუპერმარკეტ “სმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა.

უწყების ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია და  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი  და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და სიცოცხლის  მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი