“არ ვიცი ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ და არ ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ხიდაშელმა. მისი თქმით, დღეს, როდესაც ნინო ბურჯანაძე არ მონაწილეობს არჩევნებში და აღარ არის საარჩევნო სუბიექტი, ეს თემა აღარ არის საინტერესო.
ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის შეხვედრა გუშინ, 19 აგვისტოს გაიმართა. ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით შეხედულებებში აბსოლუტური თანხვედრა აქვს ნინო ბურჯანაძესთან.