ახალი ამბები

2017 წლისთვის თბილისის ყველა ავტობუსში უფასო WiFi–ს დამონტაჟება იგეგმება

21 ოქტომბერი, 2016 • 2114
2017 წლისთვის თბილისის ყველა ავტობუსში უფასო WiFi–ს დამონტაჟება იგეგმება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 2017 წლისთვის ყველა ავტობუსში უფასო WiFi-ს სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ ნეტგაზეთს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერმა გვანცა ფოცხვერიამ განუცხადა.

“უახლოეს მომავალში იგეგმება კონკურსის გამოცხადება და რომელი კომპანიაც უფრო ხარისხიან სერვისს შემოგვთავაზებს, ის დაამონტაჟებს ეტაპობრივად თბილისის ყველა ავტობუსებში უფასო WiFi-ს. ზუსტად არ შეგვიძლია ახლა ამის თქმა, მაგრამ დაახლოებით 2 თვეში გამოცხადდება კონკურსი. მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 143 ახალი ავტობუსი და გვინდა, რომ ყველაში იყოს უფასო WiFi-ს სისტემა,” – ამბობს ფოცხვერია.

მისი თქმით, ეს სერვისი უკვე დაიტესტა N37 ავტობუსში, რათა კომპანიას გაეგო, რამდენად კარგად იმუშავებდა უკაბელო ინტერნეტის სისტემა და რამდენად მაღალი იქნებოდა საზოგადოების მხრიდან ამაზე მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი