დემოკრატია საქართველოში
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველში დემოკრატია, გამოკითხულთა 38%–მა უპასუხა “დიახ”, ხოლო 43%-მა – “არა”. ეს შედეგი მცირედით შეცვლილია 2012 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომლის დროსაც იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი 49%-მა, ხოლო უარყოფითი პასუხი 34%-მა გასცა.
შეკითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია, გამოკითხულთა 59% პასუხობს, რომ დემოკრატია სიტყვის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მოსმენასთან ასოცირდება, 36%-სთვის კი, სამართლიანობის დაცვასთან, 30%-სთვის – ადამიანის უფლებათა დაცვასთან, 16%-ისთვის კი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან.
სასარგებლო რეფორმები
NDI–ის შეკითხვაზე, რამდენად ახორციელებს არსებული ხელისუფლება თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოკითხულთა 8% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 50% – ნაწილობრივ ეთანხმება; 15% – ნაწილობრივ არ ეთანხმება, 18% კი საერთოდ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
ორგანიზაციის კითხვაზე, რომელი სამი რეფორმა იქნებოდა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მოელით, რომ განხორციელდება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში?
გამოკითხულთა 58%-ისთვის ჯანდაცვის რეფორმაა მნიშვნელოვანი, ხოლო 25% მოელის მომდევნო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.
42%-ისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის რეფორმა, ხოლო მისი განხორციელების პერსპექტივას 16% ხედავს.
33% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა, რომლის განხორციელებასაც 26% აღიქვამს შესაძლებლად.
28%-ისთვის განათლების რეფორმაა მნიშვნელოვანი, აღნიშნული რეფორმის განხორციელება კი 15%-ს მიაჩნია შესაძლებლად.
საგარეო პოლიტიკა
NDI-ის მიერ დაქირავებულმა კვლევითმა ორგანიზციამ მოსახლეობას კითხვა დაუსვა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე. გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 29%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 12% კი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
5%-ს მოსწონს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა, გამოკითხულთა 87%-ს კი – არა.
გამოკითხულთა 30%-სთვის მისაღებია საქართველოს მიერ ნატოში გაწერვიანებაზე უარის თქმა, თუ სანაცვლოდ რუსეთი ოკუპორებული ტერიტორიების დაბრუნებას დათანხმდება. აღნიშნული მიუღებელია გამოკითხულთა 28%-ისთვის, 40%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება მისაღებია 55%-სთვის, 15% ამას მიუღებლად მიიჩნევს, დანარჩენს კი ამაზე აზრი არ გააჩნია.
საქართველოს ხელისუფლების მიზანი, ქვეყანა გაწევრიანდეს ნატოში, მისაღებად მიიჩნევს გამოკითხულთა 62%, პასუხი არა აქვს კითხვაზე 25%-ს, 10% კი ამ პოლიტიკას არ ეთანხმება.
ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 70%, წინააღმდეგი – 5%, 22%-მა კი არ იცის.
არჩევნები
NDI–ის შეკითხვაზე, ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, 75% აპირებს მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო დარჩენილი 25% არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, თებერვალში ეს მონაცემი 64% იყო.
კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, 77% მიიღებს მონაწილეობას, თებერვლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 68% იყო.
კვლევითმა ორგანიზაციამ მოსახლეობას კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებასთან დაკავშირებითაც:
”ბოლო დროს მედიაში გაჟღერდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიძლება დაიკავოს პრემიერ მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს. მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნას?” – გამოკითხვაში ამგვარად ფორმულირებულ კითხვაზე 33% –მა უპასუხა “დიახ”, 36 %–მა – “არა”, 27 %–მა განაცხადა “არ ვიცი”, ხოლო 3 %–მა არ გასცა პასუხი კითხვაზე.
მკვლევარებმა მოქალაქეებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებითაც სთხოვეს დამოკიდებულების გამჟღავნება.
”ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ის ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს, დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას?”
– ამ შეკითხვას გამოკითხულთა 27%–მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერდა მოწოდებას, 53% მოწოდებას მხარს არ დაუჭერდა, ხოლო 19%–მა არ იცის, დაუჭერდა თუ არა მხარს.
NDI-ის კითხვაზე, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხულთა 13% პასუხობს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, 42%–ის აზრით, მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, 17% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაყალბდება, ხოლო 4%– ის აზრით, სრულიად გაყალბდება.
გამოკითხული მოსახლეობა ასევე მიიჩნევს, რომ იმის შესაფასებლად, კარგად ჩატარდა თუ არა არჩევნები, ყველაზე მთავარი მათი პირადი აზრია(41%), გამოკითხულთა 29%–ის აზრით, მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფი ხალხის აზრი, 27% უპირატესობას უცხოელი დამკვირვებლების აზრს ანიჭებს, 22% – პოლიტიკურ პარტიებს, 8% – მთავრობას, ხოლო 9%–ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიის მოსაზრებაა.
ივანიშვილის მოქალაქეობა
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 71% არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. ეს არის კვლევის შედეგი, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 10 ივლისს გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა 8% ეთანხმება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, 17%-მა არ იცის, 4%-ს კი პასუხი არა აქვს კითხვაზე. მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, გამოკითხულთა 63% კი გაუმართლებლად მიიჩნევს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე უარის თქმას.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, 2011 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა №602 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 27 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკატერინე ხვედელიძეს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ივანიშვილს კი არა. აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მათი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ 29 ივნისს არ დააკამყოფილა.
პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სასამართლო დავის პარალელურად მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მინიჭება. სამოქალაქე რეესტრმა ივანიშვილს განუცხადა, რომ უცხო ქვეყის მოქალაქეს(ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა) შესაძლოა მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უწყებამ ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა ურჩია, რაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა.
NDI-ის მიერ გამოკითხული მოქალაქეების 15% ეთანხმება ივანიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, 39% მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ორმაგი მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს, 42%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, 4% კი ამ საკითხზე აზრის გამოთქმისგან თავს იავებს.
მკვლევარებმა გამოკითხულ ადამიანებს ასევე ჰკითხეს, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, უნდა მიენიჭოს თუ არა მას უფლება, გამონაკლისის სახით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში?
აღნიშნულს გამოკითხულთა 45% პასუხობს, რომ მან ეს გამონაკლისის შანსი უნდა გამოიყენოს, 17% ამბობს, რომ მან ამ შანსზე უარი უნდა თქვას, 34%-მა კი არ იცის.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე იმ უფლების გამოყენებებით, რომელიც მას 2012 წლის მაისის საკონსტიტუციო ცვლილებებით მიენიჭა.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე უცხოვრია საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება ეძლევა.
გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ მათ ამ ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ, 35% ამბობს, რომ იცოდა, 21%-ის თქმით, მათ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან.
მედია
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 88%-მა ინფორმაციის მიღების პირველად წყაროდ ტელევზია დაახელა, 5% ინტენეტი, 2% ჟურნალ-გაზეთები, გამოკითხულთა 2%-მა აღნიშნა, რომ მათ ინფორმაციის წყარო მეგობრები და მეზობლები არიან.
ტელევიზია ინფორმაციის მიღების მეორად წყარო აღმოჩნდა მხოლოდ გამოკითხულთა 6%-თვის, ინტერნეტს როგორც მეორად წყაროს მიმართავს 10%, ჟურნალ-გაზეთები ინფორმაციის მეორად წყაროდ გვეველინება გამოკითხულთა 19%-თვის, ხოლო მეგობრები და მეზობლები ინფორმაციის მეორად წყაროს წარმოადგენენ 16%-თვის, გამოკითხულთა 8% ინფორმაციის მეორად წყაროს ოჯახის წევრები, 2%-თვის კი რადიო ქმნიან.
ინფორმაცის მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს გამოკითხულთა 35%.
ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ: გამოკითხულთა უმრავლესობამ კითხვაზე დადებითი პასუხი “რუსთავი 2”–ისა და ”იმედის” სასარგებლოდ გასცა, რაც 86% პროცენტით განისაზღვრა. ”არ აჩვენებს” – პასუხი რუსთავი ორის შემთვევაში – 2%-მა ხოლო ”იმედის” შემთხვევაში -3%-მა დააფქსირა. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა “რუსთავი 2”–ისა და “იმედის” შემთვევაში დააფიქსირა პასუხი – აჩვენებს, მაგრამ არ ვუყურებ.
კვლევის თანახმად: პირველ არხს, აჭარა TV-სა და ”მაესტროზე” გადაცემებს გამოკითხულთა 60% 25% და 22% უყურებს. ამავე არხებსან მიმართებაში 11% 40% და 57%–მა დააფიქსირა პასუხი არ აჩვენებს. ხოლო გამოკითხულთა 27%-მა, 31%-მა და 16% -მა დააფიქსირა პასუხი, რომ ეს არხები აჩვნებენ, თუმცა გადაცემებს არ უყურებენ.
საპატრიარქოს არხს, კავკასიას, მეორე არხზე გადაცემებს თვალს ადევნებენ გამოკითხულთა: 22%, 19%, 10%, რეალი TV-ის გადაცემებს თვალს ადევნებს გამოკითხულთა 6%, მეცხრე არხს – 5%, პირველ კავკასიურს –4%, ხოლო რეგიონ TV-ის 3%.
ამავე ტელევიზებს: საპატრიარქოს არხს, კავკასიას, მეორე არხს, რეალ TV-ის, მეცხრე არხს, პირველ კავკასიურსა და რეგიონ TV-სთან მიმართებაში პასუხი – არ აჩვნებს დააფიქსირა 58%, 57%, 58% , 65%, 74% 69% და რეგიონ TV-ისთან მიმართებაში ასევე 69%.
ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი 31% დააგროვა აჭარა TV-მ, პასუხით – აჩვენებს, მაგრამ არ ვუყურებ, მას მოსდევს იმავე კითხვის 27%-ით პირველი და 25%–ით მეორე არხი.
ამ კითხვაზე, ”აჩვენებს, მაგრამ არ ვუყურებ” – საუკეთესო მაჩვენებელი 10% დააგროვეს იმედმა და რუსთავი 2–მა.
გამოკითხულთა 65%–ის აზრით, საქართველოს პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ “რუსთავი 2”–ზე გასული გადაცემები მთავრობის ინტერესებს გამოხატავს, იგივეს ფიქრობს “იმედის” გადაცემებთან დაკავშირებით გამოკითხულთა 62%, ხოლო “პირველი არხის” შემთხვევაში– 54%.
გამოკითხულთა 39% თვლის, რომ “მაესტროზე” გასული გადაცემები ოპოზიციის ინტერესების გამომხატველია, ხოლო 28%–ის აზრით, ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს ტელეკომპანია“კავკასიაზე” საქართველოს პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გასული გადაცემები.
საზოგადოება
NDI -ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ორი კითხვა ეხება ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას ჰომოსექსუალების შესახებ.
”ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს ქორწინებების აკრძალვას ერთი სქესის ადამიანებს შორის. იცოდით თუ არა ამის შესახებ?”
ამ კითხვის საპასუხოდ გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, 35 %–მა იცოდა ამის შესახებ, ხოლო 6 % ამბობს, რომ არ იცის.
ამასთან, კითხვაზე, მხარს დაუჭერთ თუ არა ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის, 89% პასუხობს “დიახ”, 6%– “არა”, ხოლო 4%-მა “არ იცის”.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოკითხული მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ რელიგიური მრწამსი მათთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია, 36%-სთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, რელიგიურ მსახურებას გამოკითხულთა 50% იშვიათად ესწრება, 13% კი მსგავს მსახურებებზე საერთოდ არ დადის.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას, გამოკითხულთა 2% პასუხობს, რომ უმნიშვნელოა, 14% ამბობს, რომ ნეიტრალურია, 0 %-ისთვის კი რელიგიურ მრწამსი საერთოდ უმნიშვნელოა.
მიხედავად იმისა, რომ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში რელიგიურ მრწამსი მსგავსი მნიშვნელობა აქვს, რელიგიურ მსახურებას გამოკითხულები ან იშვიათად ესწრებიან, ან მხოლოდ განსაკუთრბეულ დღესასწაულებზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კითხვა დასმულია შემდეგი ფორმულირებით:
”განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება, ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას?”
27% ამბობს, რომ უფრო იშვიათად ესწრება, 23% – მხოლოდ განსაკუთრბეულ რელიგიურ დღესასწაულებზე, 13% – არასდროს, 13% – კვირაში ერთხელ, 5% – კვირაში ერთზე მეტჯერ, 1% – ყოველდღე.
დასაქმება
NDI -ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეები სამუშაო ადგილების თემას ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევენ (58%).
აღნიშნული საკითხი დაახლოებით 2-ჯერ (33%) მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიულ საკითხზე, დაახლოებით 6- ჯერ (11%) მნიშვნელოვანი განათლების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სასამართლოზე და ა.შ.
კითხვაზე, როგორ შეიცვალა ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითი საკითხი, გამოკითხულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი (41%) მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. 18%- ის აზრით, მდგომარეობა ამ მხრივ გაუმჯობესდა, ხოლო 32% -ის აზრით, გაუარესდა.
თავს დასაქმებულად გამოკითხულთა მხოლოდ 30% მიიჩნევს.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ამ მხრივ ყველაზე დასაქმებული 41-55 ასაკობრივი ჯგუფი (41%) აღმოჩნდა. დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფები კი ასე გადანაწილდა: 18-35 წლამდე ჯგუფის მაჩვენებელი 29%-ია და 56 წელს ზემოთ – 20%.
იმ გამოკითხულთაგან, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს (69%), 47% ამბობს, რომ ეძებს სამსახურს. 69% -დან 20% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.