ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

ნობელის ჯგუფი დილანის “კარზე კაკუნს” წყვეტს

18 ოქტომბერი, 2016 • 2010
ნობელის ჯგუფი დილანის “კარზე კაკუნს” წყვეტს

სანამ დილანი “სამოთხის კარზე კაკუნზე” მღერის (Knocking on Heaven’s Door” – ასე ჰქვია ბობ დილანის ერთ-ერთ პოპულარულ სიმღერას), ნობელის კომიტეტი მის “კარზე კაკუნს” წყვეტს.

“ნობელის პრემიის ჯგუფი დილანის კარზე კაკუნს წყვეტს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას  The Guardian.

ამერიკელმა მუსიკოსმა ნობელის პრემია ლიტერატურაში “ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის”  გასულ კვირას მიიღო და მას შემდეგ ამ ფაქტს არც სოციალურ ქსელში და არც პირადად არ გამოხმაურებია.  შვედეთის აკადემიაში არც ის იციან, ჩავა თუ არა დილანი სტოკჰოლმში დაჯილდოებაზე დასასწრებად.

“ახლა აღარაფერს ვაკეთებთ, ჩვენ კორესპონდენცია გვქონდა დილანის უახლოეს თანამშრომელთან და გულთბილი პასუხიც მივიღეთ. ამ დროისთვის ეს სრულიად საკმარისია” – ამბობს  აკადემიის მუდმივი მდივანი სარა დანიუსი სახელმწიფო რადიოსთვის (SR) მიცემულ ინტერვიუში.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილოება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებულებს პრიზს შვედეთის მეფე კალ გუსტაფ XVI გადასცემს.

როგორც შვედური აკადემიის მუდმივი მდივანი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ დილანი არ მივა, ღონისძიება მის პატივსაცემად მაინც გაიმართება, თუმცა, როგორც სარა დანიუსი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ ამერიკელი მუსიკოსი შვედეთში ჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი