“მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაურკვეველი პირების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას და შანტაჟს. დღეს თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების“ მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ სამანიფესტაციო აქციას”, – აცხადებს “ქართული ოცნების” პრესსამდივნო 27 მაისს.
“ქართული ოცნების” ცნობით, უცნობი პირები ასევე ახდენდნენ ამ პროცესის ვიდეოგადაღებას.
ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ “ ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება ხელისუფლების მხრიდან , რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას” და მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, უარი თქვან მსგავს გარიგებაზე და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფს.