ახალი ამბებიტექნოლოგიები

“აიფონ პლუსის” ცნობით, ახალი iPhone 7-ები 9999 ლარად გაიყიდა

16 სექტემბერი, 2016 •
“აიფონ პლუსის” ცნობით, ახალი iPhone 7-ები 9999 ლარად გაიყიდა

“აიფონ პლუსის” ცნობით, მათ მაღაზიებში რამდენიმე iPhone 7 უკვე 15 სექტემბერს გაიყიდა. კომპანიის ინფორმაციით, აშშ–ში iPhone 7-ის გაყიდვების დაწყებამდე ორი დღით ადრე რამდენიმე აიფონი 9999 ლარად უკვე გაყიდეს.

“კომპანია iPhone 7-ის მყიდველების მოთხოვნიდან გამომდინარე მათ იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს. ამ ეტაპზე 9999 ლარად გაიყიდა 5 ახალი აიფონი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა შეიძინეს. ახალი iPhone 7-ის მყიდველებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში საქართველოდან ჩაიტანეს ახალი აიფონები,” – აცხადებს “აიფონ პლუსი”.

მათი განცხადებით, ბოლო 3 წელია  iPhone+  საკუთარ მოხმარებელს Apple-ის მიერ წარმოებულ ახალ მოდელებს ყველაზე სწრაფად და ექსლუზიურად აწვდის:

“7 სექტემბერს Apple-მა წარმოგვიდგინა iPhone 7/ 7 Plus და Apple Watch 2. ახალი აიფონი გამოირჩევა თავისი უნიკალური დიზაინით და წარმოდგენილია ხუთ ფერში – Silver, Rose Gold, Gold, Black და Jet Black. iPhone-ების ისტორიაში ეს არის პირველი წყალგამძლე ტელეფონი. წინა მოდელთან შედარებით iPhone 7-ის მეხსიერება 2-ჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა ელემენტის სიმძლავრე, აგრეთვე არის ბევრად სწრაფი. iPhone 7-ის FaceTime Camera ახლა უკვე 7MP-ს შეადგენს. iPhone 6S-თან შედარებით iPhone 7-ის ხმის სიმძლავრე ახალი Stereo Speaker System-ის მეშვეობით გაუმჯობესდა.”

როგორც “აიფონ პლუსის” განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია iPhone 7-ებს ხვალ მიიღებენ და ექსკლუზიურ ფასად გაყიდის, ხოლო 18-20 სექტემბრიდან ფასები დასტაბილურდება.

სან-ფრანცისკომ ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტის, კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონის, განახლებული iPhone 7-ისა და iPhone 7 plus-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერს წარადგინა. პრეზინტაციაზე ცნობილი გახდა, რომ 7-ის მოდელი 649$ ეღირება – იგივე ფასი, რაც ამ ეტაპზე გაყიდვაში ჩაშვებული S6 ღირს. ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკულ ბაზარზე და +30 ქვეყანაში სმარტფონი 16 სექტემბრიდან გაიყიდება. პრეზენტაციაზევე გახდა ცნობილი, რომ სიას მოგვიანებით დაემატება სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი