ახალი ამბებირეკლამა

შეარჩიე სასურველი მობილური ტელეფონი ციტრუსზე და დაიბრუნე თანხის 15%

19 დეკემბერი, 2021 • 1079
შეარჩიე სასურველი მობილური ტელეფონი ციტრუსზე და დაიბრუნე თანხის 15%

ახალი წელი ახლოვდება და წინასაახალწლო სამზადისიც ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის. ამ ორომტრიალში, საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, განსაკუთრებულად ემზადებიან ელექტრონული კომერციის ბრენდები, რომლებიც ცდილობენ, მომხმარებლებს ყველაზე საუკეთესო საახალწლო შეთავაზებები მოუმზადონ. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ონლაინ მაღაზია Citrus.ge, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქციის ყველაზე ფართო და მრავალფეროვან არჩევანს ერთ ონლაინ სივრცეში. 

ციტრუსზე ხელმისაწვდომია როგორც 15 000 დასახელების ნივთი 115 პარტნიორი კომპანიისგან, ასევე, უამრავი მრავალფეროვანი, ექსკლუზიური პროდუქცია. მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი, მობილური ტელეფონების კატეგორიაა. 

კატალოგში შეხვდებით ტელეფონებს ყველა გემოვნებისთის და შეძლებთ შეარჩიოთ ისინი სასურველი მწარმოებლის, ფასისა და პარამეტრების(ოპერატიული მეხსიერება ეკრანის რეზოლუცია, კამერა, შიდა მეხსიერება და სხვ.) მიხედვით.  შეხვდებით ბაზარზე ცნობილ ყველა სახის ბრენდს: Apple, Samsung, Xiaomi, TCL და სხვ. 

ფასები 69 ლარიდან 6499 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად,  შეძლებთ შეიძინოთ ყველა საფასო კატეგორიის, როგორც მაღალ, ასევე, დაბალბიუჯეტური მობილური ტელეფონები. 

თუკი მობილური ტელეფონის შეძენას გეგმავთ და ამისათვის საახალწლო შეთავაზებებს ელოდებოდით, Citrus-ზე, სწორედაც რომ შესაფერისი დროა. 

  • რატომ ? 

ციტრუსზე საახალწლო კამპანია „ახალი წელი- ახალი მე დაიწყო“, რომლის ფარგლებშიც მომხარებლებისათვის უამრავი სიახლე და სააუკეთესო შეთავაზებები იგეგმება. სწორედ, ერთ-ერთი მათგანია Citrus.ge-სა და Cashback-ის ერთობლივი საახალწლო აქცია, რომელიც 23 დეკემბერს დაიწყება და 26 დეკემბრამდე იმოქმედებს. 

  • რას მოიაზრებს Cashback აქცია? 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, ციტრუზე  სასურველი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 15% მომენტალურად ანგარიშზე დაგიბრუნდებათ. ქეშბექი მოქმედებს სრულ კატალოგზე, ლიბერთი ბანკის Visa ბარათით გადახდისას. 

  • როგორ დავიბრუნოთ თანხა?

მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას: 

  • დარეგისტრირდით Cashback.ge-ზე
  • იპოვეთ Citrus.ge და გაიაქტიურეთ შეთავაზება
  • შეიძინეთ Citrus.ge-ზე ნებისმიერი ნივთი და გადაიხადეთ თანხა მხოლოდ ლიბერთი ბანკის ვიზა ბარათით (მონიშნეთ საიტზე ყიდვისას, გადახდის მეთოდში pay.ge)
  • გადახდის შემდგომ, თანხა მომენტალურად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე! 

არ გამოტოვოთ ყველაზე დიდი საახალწლო შეთავაზებები და შეხვდით 2022 წელს სიახლეებით  ციტრუსთან ერთად. 

ციტრუსი არის უნივერსალური ონლაინ მაღაზია შენი სურვილებისთვის, სადაც შეძლებ, იპოვო ყველაფერი, რასაც ეძებ და მიიღო სასურველი პროდუქტი მთელი საქართველოს მასშტაბით.              

Citrus.ge- აქ იპოვი ყველაფერს

მასალების გადაბეჭდვის წესი