ახალი ამბებირეკლამა

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი

27 ოქტომბერი, 2020 • 3375
როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი

სმარტფონი დღევანდელობის განუყოფელი, აუცილებელი მოწყობილობაა, რომლის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია ცხოვრება.

მისი შერჩევისას ყურადღება ეთმობა შემდეგ პარამეტრებსა და მახასიათებლებს:

ეკრანის დიაგონალი და გაფართოება:

  • 3-3.9 ” – ამგვარი ზომის ეკრანით ხასიათდებოდა მოძველებული, გასული თაობების მოწყობილობები, რომლებიც ფაქტობრივად მხოლოდ ზარებისა და მოკლეტექსტური შეტყობინებებისთვის გამოიყენებოდა;
  • 4-4.9 ” – ამ ზომის ეკრანი საკმარისია კითხვისა და ინტერნეტ-სერფინგისთვის;
  • 5-5.9 ” – კარგი ვარიანტი უმეტესობა თამაშებისთვის, ინტერნეტისთვის, ვიდეოების ნახვისთვის;
  • 6 ” – საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ მობილური თამაშებით, უყუროთ ფილმებს ან გამოიყენოთ ელექტრონული ტექსტების საკითხავად.

ამჟამად ყველაზე პოპულარულია ეკრანის გაფართოების შემდეგი ტიპები:

  • 1280×720 – HD;
  • 1920х1080 – FullHD;
  • 2560х1440 – QuadHD;
  • 3820х2160 – 4К, UltraHD გაფართოება.

პიქსელების სიმჭიდროვე (PPI)ეკრანზე გამოსახულების ასახვის ხარისხის მახასიათებელი. აღნიშნავს პიქსელების რაოდენობას ერთ დუიმზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია გამოსახულება, რასაც აგრეთვე განსაზღვრავს ეკრანის ტიპი.

ეკრანის ტიპი –  მასზეა დამოკიდებული გამოსახულების ხარისხი, განსაკუთრებით გავრცელებული ტიპებია:

  • OLED
  • AMOLED
  • Super AMOLED
  • Super AMOLED Plus
  • STN
  • TFT, TFD
  • IPS.

SIM-ბარათის ტიპი და რაოდენობა:

  • SIM – სტანდარტული ბარათი (25×15 მმ), მოძველებულად ითვლება.
  • Micro-SIM – შემცირებული ბარათი (15х12 მმ), კიდევ ბევრ მოდელში გამოიყენება.
  • Nano-SIM – თანამედროვე ფორმატი 12.3×8.8 მმ.

ოპერაციული სისტემა – მობილურ მოწყობილობებში გვხდება შემდეგი ოპერაციული სისტემები: iOS; Android; Windows Phone.

ANDROID-ზე მომუშავე მოწყობილობები უამრავია, ნებისმიერი სეგმენტის მოწყობილობას ნახავთ, რაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა. შესაძლებელია ANDROID-სმარტფონების მეხსიერების მოცულობის გაფართოება – მათ უმეტეს შემთხვევაში აქვთ დამატებითი სლოტი მეხსიერების ბარათისთვის.

IOS-სმარტფონებს აწარმოებს მხოლოდ კომპანია APPLE. ქლაუდ-სერვისის გამოყენების გარდა სხვა მეთოდით მეხსიერების გაფართოება. დადებით მხარეს რაც შეეხება, IOS ითვლება მეტად უსაფრთხო სისტემად, იგი ეფექტურად იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს გარეშე პირებისგან.

კავშირის სტანდარტები – GSM, 3G, 4G, 5G, CDMA;

კამერა –  ძირითადი და ფრონტალური კამერების გაფართოება, ფუნქციები;

  • 8 მეგაპიქსელი – დამახასიათებელია საბაზისო დონის სმარტფონებისთვის;
  • 8-13 მპ – საშუალო სეგმენტის მოწყობილობები;
  • 13 მეგაპიქსელიდან ზემოთ – მაღალი კლასის სმარტფონები.

ბატარეის მოცულობა, რაზეც დამოკიდებულია სმარტფონის ავტონომიური მუშაობის პერიოდის ხანგრძლივობა; ოპტიმალურად მიიჩნევა 3500-4000 მილიამპერი/სთ და მეტი მოცულობის მქონე მოწყობილობები. რაც მეტია ბატარეის მოცულობა, მით უფრო დიდხანს მუშაობს სმარტფონი დამუხტვის ერთ ციკლზე.

პროცესორი  მის სიჩქარეზე, ეკონომიურობასა და გამომთვლელი ბირთვების რაოდენობაზეა დამოკიდებული სმარტფონის ზოგადი წარმადობა. ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებულია რვაბირთვიანი მობილური ჩიპები.

მეხსიერება – განსაზღვრავს რა მოცულობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია მობილურ ტელეფონს სხვადასხვა ფაილის სახით. მოწყობილობები ერთმანეთისგან განსხვავდება ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობის მხრივ. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სმარტფონები 8, 16 და 32 გიგაბაიტი, 64 და 128 გბ მეხსიერებით.

დამცავი სტანდარტები: ზოგიერტი სმარტფონი დაცულია მტვრისა და წყლისგან, არსებობს დარტყმაგამძლე კორპუსის მქონე მოწყობილობებიც, რომლებიც განკუთვნილია არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებში გამოსაყენებლად.

კავშირის მოდულები – სმარტფონებში ხელმისაწვდომი Bluetooth, WiFi უსადენო კავშირები მომხმარებელს ინტერნეტთან უსადენოდ დაკავშირების საშუალებას აძლევს. GPS-მოდული უზრუნველყოფს სანავიგაციო ფუნქციებს.

სახის ამომცნობი სკანერისენსორი, რომელიც ამოიცნობს მფლობელის სახეს მოწყობილობის განბლოკვის მიზნით: გამორიცხავს მოწყობილობაზე უცხო პირის წვდომას.

მულტიმედია – თანამედროვე სმარტფონები აღჭურვილია სხვადასხვა მულტიმედია სერვისებით, როგორებიცაა MP3-ფლეიერი, ფოტო და ვიდეოკამერა, FM-ტუნერი, დიქტოფონი და ა.შ. შედეგად მობილური ტელეფონით ჩანაცვლებულია ბევრი ცალკეული მოწყობილობა.

ორგანაიზერი – სმარტფონის დამატებითი ფუქნციები, როგორებიცაა კალენდარი, მაღვიძარა, ორგანაიზერი, კალკულატორი – მათი წყალობით მობილური ტელეფონი მფლობელის აქტიური დამხმარეა ყოველდღიურ საქმიანობაში. შესაძლებელია სმარტფონის სინქრონიზება კომპიუტერთან, მაგალითად საფოსტო და საოფისე პროგრამებთან.

დაქტილოსკოპიური სკანერი – სპეციალური სენსორი, რომელიც ამოიცნობს მფლობელის თითის ანაბეჭდს და განბლოკავს ეკრანს.

სწრაფი დამუხტვა – ტელეფონის სტრაფად დამუხტვის რეჟიმი, რომელიც ყველა მოდელში ხელმისაწვდომი არ არის.

უსადენო დამუხტვის რეჟიმი – შესაძლებლობა, დატენვისთვის გამოიყენოთ უსადენო დამტენი მოწყობილობა.

მობილური ტელეფონის არჩევისას საჭიროა განვსაზღვროთ რა ფუნქციებია პრიორიტეტი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროცესორს, რადგან, როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, მოწყობილობის ქმედითუნარიანობასა და სამუშაო წარმადობას უმეტესწილად სწორედ მობილური ჩიპი განაპირობებს, რომელსაც ტექნოლოგიური სამყარო ხშირად „სმარტფონის გულს“ უწოდებს.

ტექნოლოგიები მუდმივ პროგრესს განიცდის, სწრაფად ხდება ახალი სტანდარტების წარმოქმნა, ტექნოლოგიების დახვეწა, რათა სამომხმარებლო ბაზარი უზრუნველყოფილი იყოს მოწყობილობებით, რომელთა გარეშე თანამედროვე ცხოვრების სტილი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი