ახალი ამბები

“მაესტროს” ყოფილი თანამშრომლები კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებენ

9 სექტემბერი, 2016 • 1751
“მაესტროს” ყოფილი თანამშრომლები კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა ტელეკომპანია “მაესტროსა” და კომპანიის ყოფილი თანამშრომლების საქმის წარმოება. ტელეკომპანიის ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. მათ შორის არის “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი, რომელიც ტელეკომპანიისაგან კონპენსაციას მიიღებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდა, რადგან მაესტროს ახალი მენეჯმენტი წამოვიდა მოლაპარაკებაზე ორ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით: ერთი იყო ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია “მაესტროს” წინააღმდეგ და მეორე – “მაესტროს” ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიის წინააღმდეგ. ესენი არიან თანამშრომლები, რომლებსაც სამსახურის დატოვების შემდეგ კოპმანიამ ნამუშევარი არ აუნაზღაურა.

ორივე საკითხზე “მაესტროს” ახალმა მენეჯერმა გადაწყვიტა მოლაპარაკება და სასამართლოს გავლით ჩვენ შევთანხმდით. ჩემი მოთხოვნა იყო კომპენსაცია და თავის დროზე, როდესაც “მაესტორიდან” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების გამო გამოგვიშვეს, მე ვითხოვდი სასამართლოს გზით პოზიციაზე აღდგენას. მას მერე, რაც შეიცვალა “მაესტროში” მენეჯმენტი, მე მივიღე შემოთავაზება დაბრუნებაზე და უარი ვთქვი, რადგან ეს ჩემს ინტერესებში აღარ შედიოდა და სასამართლოშიც ეს მოთხოვნა აღარ დაგვიყენებია. მოკლედ, ამ ეტაპისათვის ასე შევთანხმდით,” – ამბობს ნინო ჟიჟილაშვილი.

სასამართლო საქმის წარმოაება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2014 წელს ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც, არხი საინფორმაციო სამსახურის კიდევ 20-მდე თანამშრომელმა და გადაცემა “ყოველდღიური აბების” გუნდმა დატოვა, ხოლო “მაესტროს” ყოფილმა ხელმძღვანელობამ არხის შიდა რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ტელეკომპანიას 2016 წლის თებერვლიდან ახალი მენეჯმენტი ჰყავს. გიორგი გაჩეჩილაძე კომპანიის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი